დღეიდან ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ PCR ტესტის შემდეგ იქნება ნებადართული, ბანაკის ტიპის შეკრებები კი იკრძალება

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მიხედვით, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილებაში აისახა.

ცვლილებების მიხედვითვე, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურინირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

დადგენილება მიმდინარე წლის 19 ივლისიდან ამოქმედდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა