სალომე სამადაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესმოდეს რა გამოწვევების წინაშე დგას ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და რომელსაც ჰქვია მიშელის დოკუმენტი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესმოდეს რა გამოწვევების წინაშე დგას ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და რომელსაც ჰქვია მიშელის დოკუმენტი, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, შარლ მიშელთან საუბრის მთავარი თემა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იქნება.

„თქვენ იცით, რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების პირდაპირი თანამონაწილეობით მედიის წარმომადგენლებზე უპრეცედენტო ძალადობა ვიხილეთ. შესაბამისად, ცხადია, ჩვენი საუბრის თემა იქნება, პირველ რიგში, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესმოდეს რა გამოწვევების წინაშე დგას ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და რომელსაც ჰქვია მიშელის დოკუმენტი. თქვენ იცით, რომ ხელისუფლებამ ეს შეთანხმება დაარღვია, როცა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები დანიშნა. დაარღვია ეს შეთანხმება, როცა არ გაითვალისწინა ოპოზიციის პოზიციები რიგ საკითხებზე როგორიცაა საარჩევნო რეფორმება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ხელისუფლება საფრთხეს უქმნის მიშელის დოკუმენტის შესრულებას და იმ პოლიტიკური ამოცანების განხორციელებას, რასაც მიზნად ისახავდა ამ დოკუმენტის გაფორმება. ცხადია, გვექნება საუბარი ყველა ამ გამოწვევაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5 ივლისს მომხდარ მოვლენებზე უნდა აიღოს ხელისუფლებამ. ცხადია, ამაზეც გვექნება საუბარი ჩვენს ევროპელ კოლეგასთან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა