ბადრი ჯაფარიძე - ვისაუბრებთ მიშელის შეთანხმების განხორციელების პროცესზე, იმაზე, თუ როგორ ირღვევა ცალმხრივად „ქართული ოცნების“ მიერ

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბევრი უნდა ისაუბრონ იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ მიშელის მედიაციით შედგა.

როგორც ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ისაუბრებენ შეთანხმების განხორცილების პროცესზე, „იმაზე, თუ როგორ ირღვევა ცალმხრივად „ქართული ოცნების“ მიერ“.

„ბევრი სასაუბრო გვაქვს იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მედიაციით შედგა. ვისაუბრებთ მისი განხორციელების პროცესზე , იმაზე, თუ როგორ ირღვევა ცალმხრივად „ქართული ოცნების“ მიერ. ასევე საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე სხვა პროცესებთან დაკავშირებით.

ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც ვისაუბრებთ პრეზიდენტ მიშელთან და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მოკლე პერიოდში ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობს პირი ქვეყანაში მესამედ იმყოფება, ეს არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად ის ბათუმის მე-17 საერატაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიიღებს მონაწილეობას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა