სალომე სამადაშვილის განცხადებით, გუშინ პარლამენტში მომხდარი ინციდენტით ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური რესურსი ამოწურა

პარლამენტის ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტით ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური რესურსი ამოწურა.

მისივე თქმით, „ოცნებამ“ სხდომა გამოფენილი ბანერის გამო ჩაშალა.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური რესურსი ამოწურა. მშვიდობიანი და მშვიდი პროტესტის, გამოფენილი ბანერის გამო ჩაშალა პლენარული სხდომა, სადაც ჩვენი საზოგადოება ელოდებოდა შეკითხვებზე პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო სახელმწიფომ 5 ივლისს დაეცვა საკუთარი მოქალაქეები.

ეს არის გაკოტრებული ხელისუფლება, რომელსაც, როგორც ჩანს, ისე ეშინოდა იმ კითხვების, რომელიც გომელაურისთვის უნდა დაგვესვა, რომ გადაწყვიტა, სხდომა გაეუქმებინა. ასე „ქართული ოცნება“ რომ ვერ გააგრძელებს ქვეყნის მართვას, მგონი ყველას ესმის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა იყო დაგეგმილი, თუმცა ჩაიშალა, რის მიზეზადაც „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია სხვადასხვა გარემოებას ასახელებს. კერძოდ, უმრავლესობის განცხადებით, შს მინისტრის მოსმენის გადადების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ოპოზიცია დესტრუქციულად იყო განწყობილი და სხდომათა დარბაზში „სანახაობის მოწყობა“ სურდა, ოპოზიციის განცხადებით კი, „ქართულმა ოცნებამ“ სხდომა იმის გამო დახურა, რომ მედიამ სხდომათა დარბაზის აივნიდან გადმოფენილი საპროტესტო ბანერები არ ჩამოხსნა, წარწერებით: „დასაჯეთ მოძალადები“, „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა