„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 25.2%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 25.2%-ით გაიზარდა და 1 884.7 მლნ. აშშ დოლარი გახდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივნისში უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნებია - ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი.

„2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 884.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25.2%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.1%-ს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.6%-ით გაიზარდა და 1 377.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2021 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (274.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (239.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (155.6 მლნ. აშშ დოლარი)“,- ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქსტატის მონაცემების მიხედვითვე, 2021 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 391.0 მლნ. აშშ დოლარით და აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.4%-ს შეადგენს.

„მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 186.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.5%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 103.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.5%)“,-ნათქვამია ინფორმაციაში,

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო