ანა ნაცვლიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ პლენარული სხდომა შეწყვიტა არა ოპოზიციის, არამედ ჟურნალისტების მდუმარე პროტესტის გამო - დარბაზში გადმოფენილ ორ ბანერს ვერ გაუძლეს

„ქართულმა ოცნებამ“ პლენარული სხდომა შეწყვიტა არა ოპოზიციის გამო, არამედ ჟურნალისტების მდუმარე პროტესტის გამო - მათ სხდომათა დარბაზში გადმოფენილ ორ ბანერს ვერ გაუძლეს, - აღნიშნული შეფასება ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილის თქმით, რაც მოხდა ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ მმართველ გუნდს კითხვებზე პასუხი არა აქვს.

მისივე განცხადებით, საჭირო, ლოგიკური და ყველაზე ადეკვატური გამოსავალი არის შს მინისტრის გადადგომა.

„როდესაც პირი მისთვის დაკისრებულ მთავარ ვალდებულებას ვერ ასრულებს, სამსახურს ემშვიდობება. ეს ასეა ჩვეულებრივ ურთიერთობებში და მინისტრი გამონაკლისი რატომ უნდა იყოს?! ადამიანმა მუშა-ხელი რომ დაიქირავოს, მაგრამ მან მისთვის დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულოს, ვინმე ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს?! არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი ადამიანების სახელმწიფოს ხარჯზე შენახვა, სამწუხაროდ, ხელწერა გახდა.

გუშინ ჩვენ ვნახეთ, როგორ შემოიპარა გომელაური პარლამენტში და შემდეგ როგორ გაიპარა შეშინებული. ეს ძალიან მძიმე სურათია - ადამიანი, რომელიც მართლწესრიგზეა პასუხისმგებელი, ამ სურათის შემდეგ, ასეთი შს მინისტრის პირობებში უსაფრთხიებისა და დაცულობის განცდა ვის უნდა ჰქონდეს?!“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს 5-6 ივლისის მოვლენებზე უნდა ესაუბრა და დეპუტატების კითხვებისთვის პასუხი გაეცა, ჩაიშალა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა