Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი ცნობილია

წლევანდელი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის : „საქართველოს ბანკი“ სტიპენდიატი უკვე ცნობილია. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ალექსანდრე ონიანი ორი წლით Bentley University-ში გაემგზავრება. ის სწავლას აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, წელს Fulbright-ს სულ 10 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.

„აშშ-ს მთავრობასა და Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ახალგაზრდებს ყოველ წელს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მიიღონ. ბანკსა და ფულბრაიტს შორის პარტნიორობა 2014 წელს დაიწყო. ჩვენი მხარდაჭერით აშშ-ში უკვე 7 ქართველი სტუდენტი გაემგზავრა, წელს კი ამ რიცხვს ალექსანდრე ონიანი შეუერთდება. გვინდა მივულოცოთ ალექსანდრეს ეს დამსახურებული გამარჯვება და წარმატებები ვუსურვოთ Bentley-ის პრესტიჟული უნივერსიტეტისაკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი მიზანია, მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა, სასურველ ადგილას მიიღოს უმაღლესი ხარისხის განათლება. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას", - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

გარდა ამისა, როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას თბილისში აშშ საელჩო უწევს. Fulbright-ის სტიპენდია მთელს მსოფლიოში აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას წარმოადგენს. სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. ამჟამად ფულბრაიტის 2022-2023 წლის პროგრამის სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს. საბუთების მიღება 2021 წლის 1 მაისს დაიწყო და 2021 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://boe.ge/project/fulbright

ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2022
ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და საქართველოს ეროვნული ინტერესები
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე