სალომე სამადაშვილი - შარლ მიშელთან გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებაზე, რომელიც  უარს ამბობს ევროპულ მომავალზე, ზეწოლის მექანიზმები უნდა გაძლიერდეს

თუ უახლოეს მომავალში მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტთან მიმართებით კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტის გადახედვა შესაძლოა მოხდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუხადა.

მისი თქმით, „საქართველოს ევროპელი მეგობრები არიან უკიდურესად შეშფოთებულები, რომ მიშელის დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციები არის აცდენილი იმ შეფასებას, რაც ერთი მხრივ, აქვს ოპოზიციას, მეორე მხრივ კი ევროპელ კოლეგებს“.

„ჩვენ გვქონდა ვრცელი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, რომელიც ძალიან კარგად აცნობიერებს, რამხელა გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. ვისაუბრეთ იმ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში განვითარდა 5 ივლისს. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, უკანასკნელ კვირებში მომხდარი მოვლენები არის არა მხოლოდ ჩვენი საგრძნობლად უკან დახევა ევროპული დღის წესრიგიდან, არამედ რეალურად საფრთხეს უქმნის ამ დღის წესრიგის რეალიზებას. ბატონ მიშელს ძალიან კარგად ესმის, რომ დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, არის საფუძველი და ქვაკუთხედი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების უზრუნველყოფის, მათ შორის ქვეყანაში ვადამდელი არჩევნევის გზით ხელისუფლების შეცვლის. ამიტომ გვქონდა საუბარი პრობლემებზე, რომელსაც დღეს აწყდება ამ დოკუმენტის შესრულება ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ დარწმუნებული ვართ, მოვისმენთ შესაბამის შეფასებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან. გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზეწოლის მექანიზმები ამ ხელისუფლებაზე, რომელიც ღიად და აშკარად უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, უნდა გაძლიერდეს და დარწმუნებული ვარ, უახლოს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე სერიოზულ მსჯელობას, როდესად ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი დახმარება, პირობითობის პრინციპის დაცვით, შესაძლოა, შეჩერებული იქნას იმ პრობლემების გამო, რომელიც შეიქმნა მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე, მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან მოისმინეს მოწოდება ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ ხელი მოაწერონ აღნიშნულ შეთანხმებას.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ მოწოდება, რომ ამ დოკუმენტს სასურველია შეუერთდდეს ყველა ოპოზიციური პარტია, რომელსაც სურს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ჩვენს ევროპელ კოლეგებს სწორედ მიშელის დოკუმენტი მიაჩნიათ იმ საკვანძო დოკუმენტად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალიც და ის პოლიტიკური ცვლილებებიც, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, ამიტომ მისი მხრიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მოწოდება, რომ მათ, ვისაც სურთ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავალის უზრუნველყოფა, ხელი მოაწერონ აღნიშნულ შეთანხმებას“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო