შალვა პაპუაშვილი - თუ რამე იყო ძალადობა, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან მიჭრა და ორ მანდატურთან ჭიდაობა - ამ მიჭრის, ჭიდაობის და დაუმორჩილებლობის აღკვეთა ძალადობა არ არის

თუკი რამე იყო ძალადობა, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან მიჭრა და სპიკერატის მისადგომთან ორ მანდატურთან ჭიდაობა და დაუმორჩილებლობა, რომლებიც ამის აღკვეთას ცდილობდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც ოპოზიციონერ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით პლენარული სხდომის დარბაზში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ძალადობა არ არის მიჭრის, ჭიდაობის და დაუმორჩილებლობის აღკვეთა, მათ შორის, დეპუტატის მიერ.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის ქცევის გამო ჩვენ გუშინაც და მანამდე სხდომაზეც ფაქტობრივად მანდატურის ფუნქციის შეთავსება მოგვიწია, რაც არავის სიამოვნებს.

ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ ის უმსგავსობა, რასაც ჩვენ ბოლო რამდენიმე სხდომა ვხედავთ და რისი ტრადიციად დამკვიდრებაც "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, პარლამენტში ვერ დამკვიდრდეს. სპიკერატი არის თავმჯდომარის ადგილი. ტრიბუნა - მომხსენებლის.

ყველამ, მიუხედავად სქესისა, პატივი უნდა სცეს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ელემენტარულ წესებს. ისტერიის და წარმოდგენების ადგილი პარლამენტში არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო