გიგი წერეთელი - გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ პარლამენტს არათუ დაბალი ლეგიტიმაციის ხარისხი აქვს, არამედ პრაქტიკულად უფუნქციოა

გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ პარლამენტს არათუ დაბალი ლეგიტიმაციის ხარისხი აქვს, არამედ პრაქტიკულად უფუნქციოა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენის ჩაშლის ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პარლამენტს არათუ ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია აქვს, არამედ არის პრაქტიკულად უფუნქციო და ვერ ასრულებს თავის მინიმალურ მოვალეობასაც კი“.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, რათა ქვეყანას ყავდეს ნორმალური საკანონმდებლო ორგანო, სადაც პოლიტიკური პროცესი ქვეყანას წინ წაიყვანს.

„გუშინდელმა დღემ საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ გვანახა, რომ ძალიან სამწუხაროდ, საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს აქვს არა ძალიან დაბალი ლეგიტიმაციის ხარისხი, არამედ არის უფუნქციო და ის ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. როცა მთელი ამ პერიპეტიებისა და პროტესტის შემდეგ, ასეთი დაპირისპირებისა და მსხვერპლის შემდეგ, ასეთი საერთაშორისო თუ შიდა რეაქციების შემდეგ, შს მინისტრის მოსმენა ვერ ხერხდება თუ არ ხერხდება საქართველოს პარლამენტში, იდგმება გარკვეული სცენები, ოპოზიციის პროტესტია გამოყენებული იმისათვის, რომ ჩაიშალოს სხდომა და ყველანაირად ეცადოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილოს ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხი, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობას არ აქვს არც სტრატეგია, არც პოლიტიკა, არც შეცდომებს იზიარებს და მხოლოდ და მხოლოდ ჩაბღაუჭებულია ძალაუფლებას და ცდილობს მის გახანგრძლივებას. ის, რაც მოხდა შემდგომ თინა ბოკუჩავასთან და სხვა დეპუტატებთან დაკავშირებით, არც საპარლამენტო ეთიკით, არც პოლიტიკური თუ თუნდაც კაცური მოქმედებით გაუმართლებელია.

ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან, თუკი ჩვენი მოსახლეობა ამას სწორად ხედავს და აანალიზებს, არის ვადამდელი არჩევნების დროულად ჩატარება და ის, რომ ქვეყანას ყავდეს ნორმალური პარლამენტი, სადაც შეიძლება იყოს დისკუსიაც, ინციდენტიც, მაგრამ იქნება ეთიკურ-პოლიტიკური ჩარჩოები, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ პოლიტიკურმა პროცესმა ქვეყანა წინ წაიყვანოს“, - განაცხადა წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა