ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის სურვილია, არჩევნების გარეშე მოხვდნენ ხელისუფლებაში, ამას არც მიშელთან ჩივილი უშველის და არც არავისთან

ოპოზიციის სურვილია, არჩევნების გარეშე მოხვდნენ ხელისუფლებაში, ამას არც მიშელთან ჩივილი უშველის და არც არავისთან,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტთან და დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მიშელის შეთანხმების ყველა პუნქტი შეასრულა და ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა.

"ოპოზიციის რიტორიკაში არაფერი სიახლე არ არის. როდესაც ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციაზე საუბრობს, უნდა აღინიშნოს, რომ მათ ამბიციურ საკანონმდებლო ცვლილებებს - "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს ხმა არ მისცეს. ამის შემდეგ, ნათელი იყო, თუ როგორი იქნებოდა მათი დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

ერთადერთი არგუმენტი რაც მათ აქვთ, ადამიანების დაბულინგებას უკავშირდება, ანუ თუ შენ სადმე მუშაობ, აპრიორი ნიშნავს, რომ ბულინგის მსხვერპლი იქნები. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლო სისტემის რეფორმა, აქ ჩვენ საგნობრივად ვსაუბრობთ ყოველთვის და არა ლოზუნგებით. არ დარჩენილა ქაღალდზე დაწერილი არც ერთი რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან არის მოწოდებული საქართველოსთვის, რაც არ შესრულებულიყოს და ამავდროულად, არ დარჩენილა არც ერთი პუნქტი, რომელიც მიშელის შეთანხმებაშია ასახული, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, რაც ზუსტად ისე არ შესრულდა. გამომდინარე აქედან, ოპოზიციის სურვილს, არჩევნების გარეშე მოხდეს მათი ხელისუფლებაში მოხვედრა, ამას არც მიშელთან ჩივილი უშველის და არც არავისთან.

რაც შეეხება მიშელთან შეხვედრას, მიშელთან შეხვედრაზე ვერც მივიდოდა „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაზე დიდი პოლიტიკური ფრაქცია და ოპოზიციური პარტია პარლამენტში, რადგან მათ საერთოდ ხელი არ მოაწერეს ამ ხელშეკრულებას. გამომდინარე აქედან ეს სპეკულაციები დარჩება სპეკულაციებად, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ ექნება. ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა საქართველოში არის არჩევნები“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა