ირაკლი ღარიბაშვილი - შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა - ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება და პირობები სრულდება, რაც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული

შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა - პრეზიდენტ მიშელს მივაწოდე ინფორმაცია თუ როგორ სრულდება შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უთხრა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია და პროცესს მიჰყვება.

„ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება და პირობები სრულდება, რაც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. აქვე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდ ნაწილს შეთანხმებაზე ხელი არა აქვს მოწერილი, რაც დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის და დამშვიდებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება - ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ პრეზიდენტ მიშელს გავუზიარეთ. ამაზე აბსოლუტურად სრული თანხვედრა გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო