პრემიერი - მაღალი დონის შეხვედრების მზარდი დინამიკა მიუთითებს საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების ინტენსიურობაზე და იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ანიჭებს

მაღალი დონის შეხვედრების მზარდი დინამიკა მიუთითებს ჩვენი ურთიერთობების ინტენსიურობაზე და იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ანიჭებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე" წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი, შავ ზღვაზე ურთიერთკავშირების გაფართოება და საქართველოს, როგორც ევროკავშირის ერთგული მოკავშირის, როლი რეგიონში.

„მქონდა ძალიან პოზიტიური საუბარი შარლ მიშელთან. მაღალი დონის შეხვედრების მზარდი დინამიკა მიუთითებს ჩვენი ურთიერთობების ინტენსიურობაზე და იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ანიჭებს. განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი, შავ ზღვაზე ურთიერთკავშირების გაფართოება და საქართველოს, როგორც ევროკავშირის ერთგული მოკავშირის, როლი რეგიონში", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა