პრემიერი - ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება - ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც შარლ მიშელს გავუზიარეთ და ამაზე აბსოლუტურად სრული თანხვედრა გვაქვს

მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. პირველ რიგში, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მან შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა და სრულდება ის პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში.

„მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ მიშელთან. მე მინდა, პირველ რიგში, ვთქვა, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს საქართველოში, ბათუმში ჩამოსული. პრეზიდენტი მიშელი, მისი ვიზიტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტი გვეწვია. ჩვენ დღეს ერთობლივად განვიხილავთ ტრიოს ფორმატში ჩვენს რეგიონულ თანამშრომლობას, ასევე იმ საკითხებს, რომელიც სამივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში.

მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. პირველ რიგში, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მას ვუთხარი, რომ ჩვენი მხრივ, ჩვენ ვართ მოტივირებული, მივყვებით ამ პროცესს და ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა და სრულდება ის პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. აქვე, მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ შეთანხმებაზე, რაც არის ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორი პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად, სიტუაციის დამშვიდებისთვის.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ გავუზიარეთ პრეზიდენტ მიშელს და ამაზე აბსოლუტურად სრული თანხვედრა გვაქვს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს