ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვის პროცესი იქითკენ მიდის, რომ მათი არჩევა 6-თვიანი მექანიზმის გამოყენებით მოხდეს

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვის პროცესი იქითკენ მიდის, რომ მათი არჩევა 6-თვიანი მექანიზმის გამოყენებით მოხდეს.

„საარჩევნო რეფორმის მთავარი ამოცანა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის დაბრუნება უნდა ყოფილიყო. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი ისეთი პერსონები შეირჩეოდნენ, ვისაც ფართო საზოგადოების ნდობა აქვთ. ეს არ გვაქვს არც ცესკო-ს წევრობისა და არც თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა, პრობლემაა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტმა გუშინდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე და ასევე ე.წ. პროფესიონალი წევრები ვერ აირჩია. პირველი კენჭისყრის კვორუმად დადგენილი ხმათა 2/3 - 100 ხმა, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა კვლავ 2/3-იანი კვორუმით უნდა ჩატარდეს და არჩევა თუ მაინც ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება 3/5 ანუ 90 ხმა. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თუ ამ კვორუმითაც ვერ აირჩია, მაშინ არჩევისათვის 76 ხმა საკმარისი იქნება.

ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს