შარლ მიშელი - უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი, პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი არის უმთავრესი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში

უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე, საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის პრესისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული.

„ყველა ჩემს შეხვედრაზე მე ხაზი გავუსვი, რომ დღეს მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ - საქართველოს ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავლაფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე, საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები, პრესისა და გამოხატვის თავისუფლებისა, უნდა იყოს დაცული,“- განაცხადა შარლ მიშელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა