1-ელი მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ღირებულებამ 13 მილიონ 322 ათასი აშშ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 15,069 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 13 მილიონ 322 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,034 ტონით (67%), ხოლო ღირებულება - 5 მილიონ 229 ათას აშშ დოლარით (65%) გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (9,378) და სომხეთში (4,757 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (337 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), ბელარუსიში (99 ტონა), ყაზახეთსა (95 ტონა) და სლოვენიაში (18 ტონა).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო