„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახალგაზრდებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახალგაზრდებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს. მათი ინფორმაციით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“, ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას „ინპორტი“, 2017 წლიდან ახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ნავსადგურში, ყოველ წელს 10-მდე ახალგაზრდა გადის ოთხთვიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ნავსადგურის საქმიანობის შესახებ. ,,ინპორტის“ მორიგი ნაკადის შერჩევა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესის შედეგად, რომელიც ეფუძნებოდა ორგანიზაციულ და ქცევით უნარებსა და ბიზნეს საჭიროებებს, პროგრამაში სხვადასხვა პროფესიის მქონე 8 მონაწილე ჩაერთო.

,,შერჩევის პროცესი საკმაოდ რთული იყო. შექმნილი პანდემიის პირობებში, სხვადასხვა ქალაქში განსაკუთრებულ რეჟიმში ჩატარდა ტესტირება და ინდივიდუალური და გუნდური გასაუბრებები, რომლის შედეგადაც შეირჩა პროგრამისთვის შესაფერისი საუკეთესო კანდიდატები“,- განაცხადა კომპანიის კომპანიის ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლელა კვანტალიანმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამა ,,ინპორტი“ მონაწილეებს საკმაოდ მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს; სასწავლო კურსის მანძილზე ისინი ეცნობიან სასწავლო მოდულებს, კომპანიის ხელმძღვანელობასთან მართავენ საინტერესო დისკუსიებს მნიშვნელოვან თემებზე, ასრულებენ გუნდურ თუ ინდივიდუალურ დავალებებს, წარმოადგენენ პრეზენტაციებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათ განივითარონ კონკურენტული უნარ-ჩვევები, გუნდურობის შეგრძნება და უკეთ მოემზადონ შემდგომი კარიერული გამოწვევებისათვის.

,,რამდენიმეკვირიანი თეორიული კურსის შემდეგ, რომელიც ძირითადად ორგანიზაციული და მმართველობითი უნარების გამომუშავება-განმტკიცებას ემსახურება, პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეების ჩართულობას უშუალოდ სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობაში, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ ამა თუ იმ სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და მიიღონ გააზრებული კარიერული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლელა კვანტალიანმა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გვანცა კოკაია პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა. მან ამ პროგრამის შესახებ მეგობრებისგან გაიგო, რომლებიც წინა ნაკადის მონაწილეები არიან. ამბობს, რომ კომპანიამ საშუალება მისცა იმ პროცესის მონაწილე გამხდარიყო, რაც ბავშვობიდან აინტერესებდა.

,,ქვეყნის ეკონომიკისთვის ფოთის პორტი უმნიშვნელოვანესი ობიექტია. ბავშვობიდან მაინტერესებდა ის პროცესები, რაც ნავსადგურში მიმდინარეობდა. პირველივე დღეს შევხვდით კომპანიის გენერალურ დირექტორს, რომელმაც დეტალურად გაგვაცნო კომპანიის მისია და ღირებულებები. ბევრი ახალი რამ გავიგე და ახლა უკვე პრაქტიკულ გამოცდილებას ველოდები ადამიანური რესურსების მიმართულებაში“, - განაცხადა გვანცა კოკაიამ.

საბა მახათაძე მომავალი ფინანსისტია. პროგრამის შესახებ მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო.

,,დაახლოებით 200 განაცხადიდან შემარჩიეს, ეს ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული მიღწევაა. როგორც ფოთში მცხოვრებს, მსურს ამავე ქალაქში მივიღო ის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც შემდეგ კარიერულ წინსვლაში დამეხმარება,“- განაცხადა საბა მახათაძემ.

„ტალანტების მოზიდვისა და განვითარების ანაზღაურებადი პროგრამა ოთხთვიანია და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. კომპანიის ერთერთი სტრატეგიული მიმართულება ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების ხელშეწყობაა. მსგავსი ინიციატივები სამომავლოდაც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა