ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენების მიმართულებებით სიხშირეებს ზრდის

ივლისსა და აგვისტოში ნატახტარი-მესტია-ნატახტარი, ასევე თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზებზე სიხშირეების რაოდენობა იზრდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სიხშირეების სვანეთსა და აჭარაში ტურისტული ნაკადების ზრდით არის გამოწვეული.

მათივე ცნობით, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით რეგულარული რეისები ივლისიდან კვირაში 5 სიხშირით: ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კი კვირაში ოთხი სიხშირით: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათი შესრულდება.

,,უკვე მრავალი წელია მაღალმთიან რეგიონსა და აჭარაში ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო შიდა ფრენებს ასუბსიდირებს. ამ ყველაფერს კი კოორდინირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უწევს. ვინაიდან, დღესდღეობით ქვეყანაში, პანდემიის მიუხედავად, ტურისტეების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, სეზონზეც პოზიტიური ტრენდი გვაქვს და საჰაერო ხომალდზეც დატვირთულობა გაიზარდა, ზაფხულის პერიოდში სიხშირეების გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ“,- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

შეგახსენებთ, ნატახტარიდან მესტიაში საჰაერო გზით მოხვედრა მოხვედრა 50 წუთშია შესაძლებელი, ხოლო თბილისიდან ბათუმამდე კი ემბრაერის ტიპის საჰაერო ხომალდით 60 წუთში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს