პრეზიდენტი - საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი - ეს არის საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე

ევროპული გზის არჩევანი ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის უალტერნატივოა. ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, მხარს გვიჭერენ და გვაძლიერებენ - ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და კიდევ უფრო სწრაფად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ასეთი ფორმატის ღონისძიება 4 პრეზიდენტის მონაწილეობით პირველად იმართება, რაც „ახალი დასაწყისია“.

„ეს ფორმატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს საერთო გზაზე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. დღეს არის იმის მაგალითი, რამდენად სერიოზულია ჩვენი საერთო ვალდებულება. ეს იმის მაგალითი და დასტურია, რომ ევროპული წარსული და ევროპული მომავალი არის გარადაუვალი. პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად არა მხოლოდ განვაახლებთ, ვაგრძელებთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ამ ღონისძიებას უმაღლეს დონეზე ვატარებთ. პირველად ხდება 4 პრეზიდენტის მონაწილეობით ასეთი ღონისძიების ჩატარება და ეს არის ახალი დასაწყისი. ეს იმას ნიშნავს ყველა ჩვენგანისთვის, რომ ახალი ვალდებულებები გვაქვს ნაკისრი. უპირველესად, ეს არის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება - საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან და ფასეულობებისგან. ეს არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული დამოუკიდებლობის დღიდან, ეს იქნა გაცხადებული როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი. ესაა საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე. მიუხედავად გამოწევებისა და ოკუპაციისა, ჩვენი მისწრაფება არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს