შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას - იმედი გვაქვს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ რეფორმების მიმართულებით, არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით

ევროკავშირი თქვენთანაა, სრულ სოლიდარობას გიცხადებთ! ყველას ერთად გპირდებით, რომ ევროკავშირი ძლიერ და სანდო პარტნიორად დარჩება. იმედი გვაქვს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მიშელმა აღნიშნა, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას საერთო დღის წესრიგი, გამოწვევები აქვს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ შეხვედრაში ვიღებ მონაწილეობას. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებელნი უკვე 30 წელია. ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის, თანამშრომლობის, ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე და ეს არ ყოფილა იოლი გზა.

ევროკავშირი თქვენთანაა, სრულ სოლიდარობას გიცხადებთ! აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას. ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, საერთო მისწრაფებები, საჭიროებები. დეკემბერში კი ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გვექნება და თქვენ ყველას გპირდებით საჯაროდ, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის. იმედი გვაქვს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ რეფორმების მიმართულებით, არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.

დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ კოვიდ 19-ის სახით. ყველამ ვიცით, რომ პანდემია გლობალური თანამშრომლობით თუ დაიძლევა. 2,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოვახდინეთ ამ კრიზისის დასაძლევად. ეს ძლიერი მხარდაჭერა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა. ევროკავშირი უმსხვილესი პარტნიორი და დონორია ვაქცინაციის პროცესში.

მეგობრებო, ჩვენ ბევრი სხვა გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით: ეკონომიკური ზრდა, კლიმატის ცვლილება, ციფრული გარდაქმნა იქნება, თუ ნებისმიერი სხვა. ასევე თანაბარი ინკლუზიური საზოგადოების შექმნა.

მეგობრებო, ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციასაც თავისი სარგებელი აქვს - საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს უვიზო რეჟიმით მიმოსვლით“, - განაცხადა მიშელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა