მაკა ბოჭორიშვილი - მოსამართლეთა დანიშვნა მოხდა კანონმდებლობის და კონსტიტუციის შესაბამისად ისე, როგორც შეთანხმება ითვალისწინებდა

მე ვერ დავარქმევდი ამას დაკარგულ შესაძლებლობას, თუმცა, სასამართლო რეფორმა, რომელიც ასახულია ასევე შარლ მიშელის შეთანხმებაში, საჭიროებს ინკლუზიურ ჩართულ პროცესს ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას, რომ მოსამართლეთა სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს და ეს არის დაკარგული შესაძლებლობა.

როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, სასამართლო რეფორმა იქნება მსჯელობის საგანი პარტნიორებთან ერთად.

„ქართული ოცნების" კითხვა შეთანხმების, არის ისეთი, რომ ჩვენ შეთანხმებას ვასრულებთ ერთმნიშვნელოვნად. მზაობა იმის თაობაზე, რომ სასამართლო რეფორმა უნდა გატარდეს, ნამდვილად არის, ამისთვის საჭიროა ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან კეთილსინდისიერი დამოკიდებულება შეთანხმების პროცესისადმი და არ არის ეს გემოვნების ამბავი, რაც მოგვწონს დებულებები, ის შევასრულოთ პოლიტიკური ქულების დასაწერად და რაც არ მოგვწონს, არ შევასრულოთ.

რაც შეეხება მოსამართლეების დანიშვნას, მათი დანიშვნა მოხდა საქართველოს კანონმდებლობის და კონსტიტუციის შესაბამისად, ისე როგორც შეთანხმება ითვალისწინებდა. თუკი საჭიროა ამასთან დაკავშირებით დამატებით კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან, „ქართული ოცნება" ნამდვილად მზად აროს ამ თემაზე კონსულტაციები გავაგრძელოთ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა