შარლ მიშელი - ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა

ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ასოცირების პარტნიორებს შორის მჭიდრო ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენი შეხვედრა აქ თქვენთან, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ლიდერებთან, არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი და ხაზს უსვამს განსაკუთრებულ კავშირებს, რაც ევროკავშირს მის ასოცირებულ პარტნიორებთან აკავშირებს. და ჩვენ მივესალმებით „ტრიოს“ ინიციატივას, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის და ბრიუსელთან. ეს კიდევ უფრო მეტად მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას, უფრო ფართო დღის წესრიგზე მომავლისთვის. ჩვენ დღეს ასევე განვიხილავთ, როგორ დავნერგოთ უფრო ახლო კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის და ნება მიბოძეთ, ერთი შეთავაზება გავაკეთო : დავნერგოთ სასამართლო რეფორმის კონკურენტური ნიშნული, ეს სტიმულს მისცემს რეფორმის პროცესს და გაზრდის პარტნიორებს შორის ურთიერთმხარდაჭერას და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან თქვენი ახლო კავშირების გამყარებას.

მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ის ლოკომოტივი ტრანსოფრმაციის, კეთილდღეობისა და ზრდისთვის. ეს არის ძლიერი სიმბოლო ღიაობის, ურთიერთნდობისა და ჩვენი თანამშრომლობის. თქვენთვის დამოუკიდებლობის ერთი თაობა არსებობს და ამ ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორია უფრო მეტი დემოკრატიისთვის, მეტი სტაბილურობისთვის, მეტი კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნების მოსახლეობის სასარგებლოდ,“- აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა