მარიამ ქვრივიშვილი - კერძო სექტორის თხოვნით და რეისებზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, მესტიაში შიდა ფრენების რაოდენობა 3-დან 5-მდე გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის საქმიანობის ანგარიშსა და დაგეგმილ აქტივობებზე საუბრისას, შიდა რეისების სიხშირეთა სტიმულირების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიასთან შეხვედრისას ნატახტარი - მესტიის შიდა რეისების სიხშირის კვირაში სამიდან ხუთამდე გაზრდის საკითხი დაისვა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კერძო სექტორის თხოვნით და რეისებზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" გაზარდა შიდა რეისების რაოდენობა მესტიის მიმართულებით და ფრენები კვირაში 5-ჯერ სრულდება. მისი თქმით, ასევე გაიზარდა სიხშირეთა რაოდენობა ბათუმის მიმართულებითაც.

„ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის კერძო სექტორთან და მზად ვართ, მათი წინადადებები განვიხილოთ," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს