ინდრეკ კანნიკი - რაც მოხდა და ხდება თბილისის ქუჩებში, არ გამიკვირდება, რომ ამ მოვლენების განვითარებაში რუსეთის ხელი აღმოჩნდეს

თბილისის ქუჩებში, რაც მოხდა და ხდება არ გამიკვირდება, რომ ამ მოვლენების განვითარებაში რუსეთის ხელი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ინდრეკ კანნიკმა ბათუმში განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“ მიმდინარეობს.

ინდრეკ კანიკკმა ისაუბრა უსაფრთხოების თემაზეც და აღნიშნა, რომ გაცილებით მეტი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან უშუალოდ საზღვარზე არიან.

„რაც შეეხება უსაფრთხოების თემას, იგივე ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი მოწადინებულნი არიან, რომ გააფართოვონ თანამშრომლობა და ურთიერთობა როგორც აშშ-სთან, ისე ევროპულ სხვა ერებთან. დღეისთვის ვხედავთ, რომ გაცილებით მეტი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან უშუალოდ საზღვარზე არიან. ამიტომ, ამ ქვეყნებში ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური ჩართულობა იმდონემდე, რომ ქუჩაში მიმავალი ჩვეულებრივი ადამიანები უფრო მეტად მშვიდად იყვნენ საფრთხეებთან დაკავშირებით. ჩვენ, ნატო-ს წევრი ქვეყნები უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით შედარებით უფრო მშვიდად ვართ, ვიდრე იგივე პოლონეთი, მოლდოვა, თუ საქართველო. მოლდოვაში ახალი ხელისუფლება არის, რაც სრულიად ნათელია, რომ რუსეთს არ მოსწონს. რა თქმა უნდა, ამ გაზაფხულზე რუსეთის მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები იყო პირდაპირი ესკალაციის მაჩვენებელი ახალი რაუნდის დაწყებისა. ყოველივე ამის მიუხედავად, მაინც არ მგონია, რომ რუსეთმა მიაღწიოს იმ მიზნებს, რომელიც უკრაინის მიმართ გააჩნია სწორედ იმ ტერიტორიებზე, რომელიც რუსეთის თვალსაზრისით, მათი ინტერესის არეალში შედის. თბილისის ქუჩებში, რაც მოხდა და ხდება არ გამიკვირდება, რომ ამ მოვლენების განვითარებაში აღმოჩნდეს რუსეთის ხელი“, - განაცხადა ინდრეკ კანნიკმა.

გარდა ამისა, ზოგადად უსაფრთხოების ნაწილში მან ისაუბრა ჩინეთიდან შემოტანილ ტელეკომუნიკაციებზე და მის მიმართ სიფრთხილის გამოჩენაზე.

„მაგალითად ესტონეთში 2018 წელს გაჩნდა გარკვეული დაძაბულობა, როდესაც ჩინურმა ტექნოლოგიებმა იმძლავრა ესტონეთში და ქვეყანამ უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რაოდენ დიდი საფრთხეში შეიძლება გადაიზარდოს ეს ყველაფერი მთელი ევროპისთვის. მეორეს მხრივ, ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩინური ინვესტიცია მრავალი ქვეყნისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებიც, არც თუ ისე უმიზეზოდ, უკვე ხედავს, რომ ჩინეთი მათი ნომერ პირველი კონკურენტი გახდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ყოველივე ამას, განსაკუთრებით საქართველოში, როდესაც სტრატეგიული კუთხით რაღაც ინვესტიციები შემოგვაქვს ჩინეთიდან, განსაკუთრებით ტელეკომუნიკაციების სფეროში“, - განაცხადა მან.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა