საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე თავს დაესხნენ, კლინიკაში კვლევები უტარდება

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი, რომელსაც 5 ივლისს აქციაზე თავს დაესხნენ, კვლავ კლინიკაშია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვალიაშვილის მეუღლემ, გვანცა ქართველიშვილმა განუცხადა, მას თავის ტკივილი და თავბრუსხვევა აწუხებდა, დღეს კლინიკაში გეგმური შემოწმება უწევდა, სადაც ჩათვალეს საჭიროდ, რომ თვალიაშვილი ნევროპათოლოგს ენახა.

როგორც ქართველიშვილი განმარტავს, მის მეუღლეს კვლევებს ჩაუტარებენ, შედეგები კი, ხვალ, დღის მეორენახევარში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ილია თვალიაშვილი „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ 8 ივლისს გაწერეს. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა