ირაკლი კობახიძე - ყველამ კარგად ნახა, გუშინ ვინ დაარღვია, არა მარტო ეთიკის ნორმები, არამედ რეგლამენტი. დესტრუქცია, რომელსაც ისინი ახორციელებენ პირდაპირ წინააღმდეგობაშია მიშელის დოკუმენტთან

ყველამ კარგად ნახა, გუშინ ვინ დაარღვია, არა მარტო ეთიკის ნორმები, არამედ რეგლამენტი და ზოგადი წესები. ის დესტრუქცია, რომელსაც ისინი ახორციელებენ პირდაპირ წინააღმდეგობაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ქმედებები არ თავსდება საერთო სულისკვეთებასთან, რომელიც უნდა იყოს ნორმალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ის დესტრუქცია, რომელსაც ისინი ახორციელებენ, პირდაპირ წინააღმდეგობაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან. მიშელის დოკუმენტი ხომ არ იყო თვითმიზანი, მას ჰქონდა ერთი მარტივი მიზანი - პოლარიზაციის შემცირება. როდესაც ჩვენი ოპონენტები რადიკალური ოპოზიციიდან ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით გაიზარდოს, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში და პირდაპირი დარღვევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა