ლაშა ხუციშვილი - დღეს საქართველოს სჭირდება არსებითი ეკონომიკური რეფორმები, რათა განვაგრძოთ ეკონომიკის ტრანსფორმაცია

დღეს საქართველოს სჭირდება არსებითი ეკონომიკური რეფორმები, რათა განვაგრძოთ ეკონომიკის ტრანსფორმაცია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველომ წარმატებით დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა.

„2017-2019 წლებში, ჩვენ შევძელით მიგვეღწია მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის, მიუხედავად არასახარბიელო ეკონომიკური დინამიკისა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. ეს იყო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, არამედ მაღალი ხარისხობრივი ზრდაც. ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე გვქონდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი - მშპ-ის 5,5 პროცენტი, ასევე ისტორიულ მინიმუმზე იყო ბიუჯეტის დეფიციტი - 2.1 პროცენტი, ისევე როგორც უმუშევრობის დონე - 17.6 პროცენტი, სიღარიბის მაჩვენებელი 19.5 პროცენტი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ამჟამად მთავარი ამოცანაა, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, ასევე, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება კანონით განსაზღვრულ 3 პროცენტამდე 2023 წელს.

„2021 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი ცვლილებებით, ჩვენ უკვე წელს შევამცირებთ დეფიციტს, გაისად კი დავუახლოვდებით 4-პროცენტიან ნიშნულს. ასევე, მნიშვნელოვანია, ვალის სწრაფი შემცირების პროცესი. უკვე წელს, ვალი შემცირდება 53.9 პროცენტამდე და მომავალში ეს ტრაექტორია გაგრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაზე, რომლის მიზანი იქნება ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის გზების დასახვა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერება და ეკონომიკური რეფორმების ახალი ტალღის აქსელერაცია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ფონდის მისიის წევრებს და პირადად ჯეიმს ჯონსს, მისიის ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა