ლევან იოსელიანი - შეთანხმება, რომელმაც პოლიტიკური კრიზისი მეტ-ნაკლებად განმუხტა, არის გადასარჩენი

შეთანხმება, რომელმაც ეს პოლიტიკური კრიზისი მეტ-ნაკლებად განმუხტა, არის გადასარჩენი და გადასარჩენია ყველა ჩვენგანის მიერ , - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა შარლ მიშელთან შეხვედრაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს შეთანხმების პუნქტებს მიუხედავად იმისა, რომ პარტიას დოკუმენტზე ხელი არ აქვს მოწერილი.

“„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტებისთვის მხარდაჭერას აპირებს მიუხედავად იმისა, რომ ხელი არ აქვს მოწერილი. ძალიან კარგია თუ ამას აპირებენ იმიტომ, რომ რეალურად, საქმე დგას შემდეგნაირად. შეთანხმება, რომელმაც ეს პოლიტიკური კრიზისი მეტ-ნაკლებად განმუხტა არის გადასარჩენი და გადასარჩენია ყველა ჩვენგანის მიერ, ვგულისხმობ არა მარტო ოპოზიციას, არამედ მმართველ პარტიას პირველ რიგში იმიტომ, რომ სასამართლოსთან მიმართებაში მათ არ დაიცვეს ის ნაწილი, რაც გულისხმობდა დანიშვნებს იმ წესით როგორც ეწერა ამ შეთანხმებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას გვესმოდეს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ამ შეთანხმებასთან მიმართებაში“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა ასევე განმარტა, რომ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა სანქციებზე და რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ახარებთ ოპოზიციური პარტიების ნაწილს ამაზე საუბარი, რადგან ის არა კონკრეტულ პერსონებს, არამედ ქვეყანას დააზიანებს.

„დღეს მთელი დღე მეკითხებოდნენ სანქციებზე ხომ არ ისაუბრაო და არანაირი სიტყვა სანქცია მას არ უხსენებია. ასეთ რაღაცაზე საუბარი არ ყოფილა. მე ზოგადად მიკვირს, რომ ახარებთ პოლიტიკურ პარტიების ნაწილს სანქციებზე საუბარი, ის სანქციები, რა ევროკავშირის სანქციებზეცაა საუბარი, ეს არ ეხება ვიღაცის პერსონალიებს, ეს ეხება ქვეყანას. საუბარია ფინანსურ ტრანშზე, რომელიც უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და რომელსაც თუ ვერ მიიღებს, ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო ღარიბები და ამაში რა არის სასიხარულო მე ვერ ვხდები“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა 18 ივლისს პარლამენტში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა არ უნდა ჩაშლილიყო, რადგან მას ჰქონდა კითხვები, რომელთა პასუხებიც საზოგადოებას აინტერესებს.

„გუშინ რომ არ შედგა მოსმენა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი იმიტომ, რომ მე მაგალითად მქონდა კითხვები და ჩემს გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვიცი, რომ კონკრეტული კითხვები ჰქონდათ და აინტერესებდათ კონკრეტული შედეგები და ერთმა პარტიამ ამ ყველაფერს ისეთი მიმართულება მისცა, რომ ბოლოს ეს ყველაფერი ჩაიშალა. მე არა ვარ ამის მომხრე. ის კითხვები, მე რაც უნდა დამესვა და სხვებს რაც უნდა დაესვათ, ჩვენი კითხვები კი არ არის, ისაა რაც საზოგადოებას აინტერესებს და უნდოდათ, რომ გომელაურისგან მოესმინათ მასზე პასუხები. მე ზოგადად არ მესმის და არ ვემხრობი ეგეთი ტიპის პერფორმანსებს, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ’’ გუშინ მოაწყო. არც ამ პერფორმანსის ესთეტიკა მომეწონა, არც არანაირი გამოხატულება. შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაკეთება ისე, რომ მერე გაეცა კითხვებზე პასუხი. სამწუხაროა, რომ ეს ასე არ მოხდა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო