ვახტანგ მეგრელიშვილი - ყველაზე მეტად ვის აწყობდა, რომ შს მინისტრისთვის არ მოგვესმინა? - „ქართულ ოცნებას“ და თავად მინისტრს, ვინ დაეხმარა, რომ თავიდან აერიდებინა კითხვები? - „ნაციონალური მოძრაობა“

ყველაზე მეტად ვის აწყობდა, რომ შს მინისტრისთვის არ მოგვესმინა? - „ქართულ ოცნებას“ და თავად მინისტრს. ვინ დაეხმარა, რომ თავიდან აერიდებინა კითხვები? - „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ თამაშს თამაშობენ. მისივე თქმით, სწორედ ამ ორი პარტიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩაიშალა 18 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა.

„ეს ორი ძალა ერთმანეთის გარეშე ძალას არ წარმოადგენს. ამათი ძალა მდგომარეობს მეორე მხარეში. შესაბამისად, ეს თამაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ არ არის ნაწარმოები, „ნაციონალური მოძრაობაც“ იგივე თამაშს თამაშობს, თუნდაც შეხედეთ პარლამენტის სხდომებს, რაც იქ ხდება, არამგონია, რომ ეს სერიოზული იყოს.

ყველაზე მეტად ვის აწყობდა, რომ შს მინისტრისთვის არ მოგვესმინა, იმ კაცს არ ელაპარაკა, ჩვენ კითხვები არ დაგვესვა? – „ქართულ ოცნებას“ და თავად მინისტრს. ვინ დაეხმარა „ქართულ ოცნებას“ და მინისტრს, რომ თავიდან აერიდებინა კითხვები და შესაბამისად, ის პასუხები, რომელიც შეიძლებოდა არ ყოფილიყო მისთვის მარტივი გასაცემი? - დაეხმარა „ნაციონალური მოძრაობა“, - თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

„გირჩის“ ლიდერის განცხადებით, ყველაფერს აქვს საზღვარი და ასევე, სიტყვისა და გამოხატვის ფორმასაც გააჩნია, როგორი იქნება.

„პარლამენტარები ვართ, პროტესტის გამოთქმაც შეგვიძლია, მაგრამ დააკვირდით, რაც პარლამენტში შევედით, იქ რა ხდება, რამდენიმე დღის წინ რა ხდებოდა, ანუ სულ ეს ხდება. ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს, რაღაც საზღვრები ხომ არსებობს?! ერთია, რისი უფლება აქვს ადამიანს, რისი არა და კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ მეორეა, რომ ასე თუ იქცევი, ეს გიყალიბებს შთაბეჭდილებას, ამ ხალხს ლაპარაკი არ უნდა. ამ ხალხისთვის საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობის ინსტრუმენტია ასეთი ურთიერთდამოკიდებულება. სიძულვილს აღვივებენ მხარეები, საკუთარ ამომრჩეველში აკეთებენ ამას, მეორე მხარის საწინააღმდეგოდ.

არჩევნები გვიახლოვდება და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ორი მსხვილი პარტიის ძალიან არასერიოზულ თამაშს ჰგავს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით