დავით ჭიჭინაძე - გული უსკდებათ, მიშელს არაფერი ვაწყენინოთო და ლამის ბიბლიად გვიქციეს მიშელის დოკუმენტი

გული უსკდებათ, მიშელს არაფერი ვაწყენინოთო და ლამის ბიბლიად გვიქციეს მიშელის დოკუმენტი. არადა რეალურად, მიშელს არც ხელშეკრულება ადარდებს და არც საქართველოში არსებული სიტუაცია, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთს საქართველოს ინტერესები აბსოლუტურად დააკარგვინა.

„ოპოზიცია მარტო გომელაურთან კი არა, მიშელთან შეხვედრაზე უნდა დამდგარიყო საპროტესტო ბანერებით და ლექსოს სურათებით! აი, ეს იქნებოდა სოლიდარობა და საერთო ბრძოლა! მაგრამ ამათ გული უსკდებათ, მიშელს არაფერი ვაწყენინოთო და ლამის ბიბლიად გვიქციეს მიშელის დოკუმენტი. არადა რეალურად, მიშელს არც ხელშეკრულება ადარდებს და არც საქართველოში არსებული სიტუაცია. რადგან მიშელი საქართველომდე ერევანშიც ჩავიდა და იქ მილიარდ ექვსასი მილიონი ევრო ჩაიტანა. იქვე გაკეთდა პირდაპირი მოწოდება ბიზნესმენებისთვის, ჩამოდით და ფული ჩადეთო, ხუთასი მილიონი გამოყვეს მცირე და საშუალო ბიზნესის სამუშაო ადგილების აღსადგენად. ჩვენთან რა ჩამოიტანა, ჩვენთან რა ხდება ამ დროს?!

„ოცნების“ მთვრობამ მიაღწია იმას, რომ დასავლეთს საქართველოს ინტერესები აბსოლუტურად დააკარგვინა და მთელი აქცენტები დღეს ერევანზე გადის.

რეალობაა ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტმა დაგვანახა, რომ მას ადარდებს საკუთარი პატიმრები! წააყენა ხისტი პირობა, კულუარულად დაახევინა უკან „ოცნების“ მთავრობას და გამოაშვებინა კიდეც პატიმრები!

მაია სანდუმ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის კლასიკური მაგალითი მოგვიყვა, რითაც ირიბად მიგვითითა, რომ ამ გზას მხოლოდ უბედურებისკენ მივყავართ და არა ევროკავშირისკენ.

და მთავარი, რაც არა ერთხელ მითქვამს. 19 აპრილის დოკუმენტი რომ დგებოდა, მაშინაც ისევე ხისტად რომ დამდგარიყო საკითხი, როგორც დღეს ზელენსკიმ გაიმარჯვა, რომ პოლიტპატიმარი ნიკა მელია აუცილებლად უნდა მჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან, დღეს სულ სხვა რეალობა გვექნებოდა, მითუმეტეს გამორიცხულია უკრაინის პრეზიდენტის ბერკეტი ჭრიდეს და ევროკავშირის არა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია