რელიგიის საკითხთა სააგენტო მუსლიმურ სამყაროს მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს - ყურბან ბაირამს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუსლიმურ სამყაროს მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს - ყურბან ბაირამს (იდ ალ-ადჰა) ულოცავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით რელიგიის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, სრულიად მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს - ყურბან ბაირამს (იდ ალ-ადჰა) ზეიმობს.

დღესასწაული სამი-ოთხი დღე გრძელდება და ამ პერიოდში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის შეწირვაა. მუსლიმურ ტრადიციაში ეს დღესასწაული აახლოებს ადამიანს ღმერთთან, ხოლო ცხოველის რიტუალური შეწირვა (რომელსაც ურიგებენ ღარიბ-ღატაკებს) გულისხმობს სულიერ მიმართვას ღმერთისადმი.

ზეიმის დროს მუსლიმები ასრულებენ სრულ განბანვას და იცვამენ სადღესასწაულო ტანსაცმელს. ამ დროს მეჩეთებში სრულდება სადღესასწაულო ლოცვა, რომლის შემდეგ კითხულობენ ქადაგებას. მუსლიმები ამზადებენ საზეიმო სუფრას, უმასპინძლდებიან ახლობლებს, სტუმრობენ ნათესავებს, მოინახულებენ გარდაცვლილთა საფლავებს და სხვ.

იდ ალ-ადჰა არის ისლამის ერთ-ერთი საფუძვლის - ჰაჯის (წმინდა ადგილების მომლოცველობა) შესრულების კულმინაცია მექაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს ამ დღესასწაულს და უსურვებს წარმატებებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია