„თიბისი“ - „თიბისიში“ ფულადი გზავნილის კონვერტაცია საუკეთესო კურსითაა შესაძლებელი

„თიბისიში“ ფულადი გზავნილების კონვერტაციაზე საუკეთესო კურსი მოქმედებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, მომხმარებლები, რომლებიც გზავნილს „თიბისის“ ფილიალში, მობაილ ან ინტერნეტბანკით გაანაღდებენ, გამოგზავნილი თანხის ქვეყანაში საუკეთესო კურსით კონვერტაციას შეძლებენ. შეთავაზება მოქმედებს ნებისმიერი ვალუტის და ნებისმიერი სისტემის საშუალებით მიღებულ გზავნილებზე.

„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. წელიწადზე მეტია, „თიბისი“ მომხმარებლებს ფილიალში მისვლის გარდა, ფულადი გზავნილის სახლიდან გაუსვლელად - ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით მიღების შესაძლებლობას აძლევს. ვფიქრობ, კონვერტაციის საუკეთესო კურსის შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ვინც გზავნილს იღებს, ისე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომლებიც თანხას ახლობლებს უგზავნიან,“ - განაცხადა თიბისის გადახდების განვითარების ლიგის ლიდერმა, თამუნა ჟიჟილაშვილმა.

ფულადი გზავნილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/money-transfers-remote

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა