„ლელო“ სასამართლო რეფორმის საკუთარ ხედვას არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და საელჩოების წარმომადგენლებს აცნობს

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სასამართლო რეფორმის საკუთარ ხედვას არასამთავრობო ორგანიზაციებს და საელჩოების წარმომადგენლებს აცნობს. შეხვედრას ასევე ესწრებიან ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები.

როგორც ფრაქციის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმაზე მუშაობა სწრაფად დაიწყოს მიშელის დოკუმენტის შესაბამისად.

„ეს ხედვა მოვამზადეთ არსებულ მძიმე გამოცდილებაზე დაყრდნობით, რამ იმუშავა ამ 30 წლის განმავლობაში და რამ არ იმუშავა. მნიშვნელოვანია გავიაზროთ წარსული შეცდომები, რომ კიდევ ერთხელ არ მივიღოთ არარეალისტური რეფორმა, რომელიც ქაღალდზე ლამაზად გამოიყურება და სინამდვილეში არაფერს ცვლის. ამ ხედვის პრეზენტაციას ჩვენ დღეს ვახდენთ იმ ადამიანებთან, ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ვისაც აქვს და ჰქონია უშუალო შეხება სასამართლო რეფორმასთან და დაგროვილი აქვთ დიდი ცოდნა და გამოცდილება სასამართლოსთან მიმართებით. ასევე, მოვიწვიეთ კოლეგები და ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს სასამართლო რეფორმაზე მუშაობა იმის მიუხედავად, რომ 6 მოსამართლე დაინიშნა, რასაც შარლ მიშელმა სწორად უწოდა გაშვებული შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილ ნაწილში შეთანხმების შესრულება იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა