ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის „დელტა“ შტამით ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის „დელტა“ შტამით ჩვილი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

„ეს ის პაციენტია, რომელზეც უკვე ბოლო დღეებია ვსაუბრობთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პირველ რიცხვში შემოვიდა ჩვენს კლინიკაში, „დელტა“ შტამით იყო დაინფიცირებული. გადმოყვანილია სოხუმის კლინიკიდან. უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო, ბოლო დღეები განსაკუთრებით“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გასულ კვირას კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება