ლევან იოსელიანი - რბილად რომ ვთქვათ, არ გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები ოპოზიციის დიდ ნაწილთან - ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა ამ არჩევნებზე

რბილად რომ ვთქვათ, არ გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები ოპოზიციის დიდ ნაწილთან - ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა ამ არჩევნებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილი, ამაზე განცხადებას თავად ელისაშვილი გააკეთებს. რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც იოსელიანი აცხადებს, საერთო კანდიდატზე შეთანხმებას „პირი არ უჩანს“.

„მე არ ვიცი, რაიმე კონსულტაცია თუ მიმდინარეობს ოპოზიციაში საერთო კანდიდატზე, ჩვენ ოპოზიციის დიდ ნაწილთან რბილად რომ ვთქვათ, არ გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები, ამიტომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა ამ არჩევნებზე. ვაპირებთ, რომ თბილისში დავაყენოთ ძალიან საინტერესო და კარგი კანდიდატები, ალეკო იქნება თუ არა მერობის კანდიდატი ალბათ, თვითონ გააკეთებს ამაზე განაცხადს სულ რამდენიმე დღეში", - განაცხადა იოსელიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო