ნათია თურნავა - ინფიცირების საგანგაშო ციფრებია და თუ საზოგადოება გვერდით არ დაგვიდგება, მარტო მთავრობას ძალიან გაგვიჭირდება

ინფიცირების საგანგაშო ციფრებია და შესაბამისად, თუკი საზოგადოება მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში გვერდით არ დაგვიდგება, მარტო მთავრობას ძალიან გაგვიჭირდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

თურნავამ აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღდგენისთვის ვაქცინაცია აუცილებელია.

„ხედავთ, რომ გარკვეული პოზიტიური ტენდენციებია, მათ შორის გამოქვეყნდა ივნისის თვის საგარეო ვაჭრობა და ექსპორტი გაზრდილია 30%-ით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 40%-ით, ეროვნული ვალუტაც უმჯობესდება და მყარდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია გამტკიცდეს. ერთადერთი რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს არის პანდემია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უკვე ინფიცირების საგანგაშო ციფრებია და შესაბამისად, თუკი საზოგადოება გვერდში არ დაგვიდგება მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, ძალიან გაგვიჭირდება მარტო მთავრობას, რომ უზრუნველვყოთ მაღალი ტემპები ვაქცინაციის, დღეში მინიმუმ 20-30 ათასი ვაქცინაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ არ შეგვეშალოს ხელი ეკონომიკის აღდგენაში. ჩვენ ვაქცინების საკმარისი რაოდენობით უზრუნველვყავით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები იხსნება და წინაპირობა არის იმისთვის, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს შეუფერხებლად“ , - განაცხადა თურნავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს