ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირი არის და დარჩება საქართველოში რეფორმების მთავარ მხარდამჭერად და ლოკომოტივად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირი არის და დარჩება საქართველოში რეფორმების მთავარ მხარდამჭერად და ლოკომოტივად. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მხარდასაჭერად, რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დახმარებები გამოიყოფა.

„ასოცირებული ტრიოს“ შეხვედრა ძალიან პოზიტიურად წარიმართა, კარგი და პროდუქტიული შეხვედრები იყო. აქ საუბარია სამი ქვეყნის თანამშრომლობაზე და ძალისხმევის სინერგიაზე, მათ შორის ევროკავშირთან მიმართებაში. ევროკავშირი არის და კვლავაც დარჩება მთავარი ლოკომოტივი ჩვენი რეფორმების, მთავარი მხარდამჭერი ძალა. მაგრამ როდესაც არის რეგიონალური თანამშრომლობა, გაცილებით უფრო მარტივია საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ასევე შეგახსენებთ, რომ ძალიან დიდი დახმარებები იქნება გამოყოფილი ევროკავშირის მხრიდან რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქაც მნიშვნელოვანია, რომ სამმა ქვეყანამ ერთმანეთთან და ევროკავშირთან ითანამშრომლოს",- განაცხადა თურნავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს