რომან გოცირიძე - თუ ჩაიხსნება ამნისტიის საკითხი, იმავე დღეს შეუერთდება „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს

თუ ჩაიხსნება ამნისტიის საკითხი, რა თქმა უნდა, იმავე დღეს შეუერთდება „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას, რომ შეთანხმებას ყველა საპარლამენტო პარტია უნდა მიუერთდეს.

გოცირიძის თქმით, მათთვის ამნისტიის პუნქტი არის მიუღებელი, რაც შეეხება შეთანხმების დანარჩენ ნაწილს, ისინი მხარს უჭერენ დოკუმენტს და მის შესრულებას.

„რაც შეეხება შეთანხმების მიერთების საკითხს, არაერთხელ გვითქვამს, ეს ამნისტია წაახალისებს დანაშაულს, თუ ერთხელ ეპატიება ვინმეს ის დანაშაული, რომელიც აქ ჩაიდინეს და დაასახიჩრეს ადამიანები, რა გარანტია გვაქვს, რომ ეს დამნაშავეები, რომლებმაც ჟურნალისტები დაარბიეს, მომავალში არ მოითხოვენ ამნისტიას? ამ დოკუმენტში არის კარგი ჩანაწერებიც, 43 პროცენტზე, სასამართლოზე, ოღონდ ეს სასამართლო გადაახიეს თავზე, ეს ჩანაწერები მიღწეულ იქნა ბრძოლის შედეგად, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლის შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შტურმით აღების და მისი ლიდერის დაპატიმრების შემდეგ. ამიტომ ყოველთვის ვამბობდით, ჩვენ ამ დოკუმენტს მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ მხარს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დამნაშავეების შეწყალება ხდება ამნისტიის შედეგად", - განაცხადა გოცირიძემ.

ის აქვე გამოეხმაურა მიშელის განცხადებას სასამართლოს ნაწილში და აღნიშნა, რომ ამ განცხადებითაც დადასტურდა, რომ ქვეყანას სანქციები ემუქრება.

„შარლ მიშელის განცხადება იყო ძალიან შემაშფოთებელი, მან კიდევ ერთხელ ახსენა სანქციები, არათუ 75 მილიონი ევრო, 75 ცენტიც რომ იყოს შეჩერებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორების ნდობა ქვეყნის მიმართ ნულამდე ჩამოვა, ეს გავლენას მოახდენს სხვა სახის დახმარებებზე და მათ შორის, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმ 4 - მილიარდიანი დახმარების პაკეტს, რაც საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირისგან. ამიტომ, როგორ რბილადაც არ უნდა მოგვჩვენებოდა მისი განცხადებები, ფაქტი სახეზეა - ქვეყანას ემუქრება სანქციები,"- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა