იაგო ხვიჩია - ოპოზიციამ რამე უნდა მოიფიქროს, მარტივი არ არის გასცდე კახა კალაძეს და გოლი გაიტანო

ოპოზიციამ რამე უნდა მოიფიქროს, მარტივი არ არის გასცდე კახა კალაძეს და გოლი გაიტანო - „გირჩს“ არ ეყოლება თავისი კანდიდატი, ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ მერის არჩევნები მოვიგოთ, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ასევე არ აპირებენ მოუწოდონ ამომრჩეველს, თუ ვის დაუჭირონ მხარი. მისი თქმით, „გირჩი“ აქცენტს არჩევნების პროპორციულ ნაწილზე გააკეთებს.

„მე არ ვუყურებ კახა კალაძეს როგორც კორუფციონერს და დამნაშავეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა დაასახელოს ოპოზიციამ, კახა კალაძე იქნება ძალიან სერიოზული კონკურენტი ნებისმიერი ჩვენგანისთვის ოპიზიციიდან. ჩვენ მეორე არჩევანს არასოდეს ვუთითებთ ჩვენს ამომრჩევლებს, რადგან განსხვავებული ამომრჩევლები გვყავს, მეორე არჩევანი მათთვის განსხვავებულია, ზოგს ერთი კანდიდატი მოწონს, ზოგს მეორე, ზოგს მესამე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავუჭერთ სხვას მხარს, გარდა „გირჩის“ კანდიდატისა. თუმცა, მერობის არჩევნებზე „გირჩს“ არ ეყოლება თავისი კანდიდატი, რადგან ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ მერის არჩევნები მოვიგოთ,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა