პაატა მანჯგალაძე - „ლელოს“ ინიციატივა ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებაზე საინტერესოა, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ პრემიერად განიხილავენ გიორგი ვაშაძეს

„ლელოს“ ინიციატივა ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებაზე საინტერესოა, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ პრემიერობის კანდიდატად განიხილავენ გიორგი ვაშაძეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძის ინიციატივა აქტუალურია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საუბარი დაწყებულია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე.

„საინტერესო ინიციატივა აქვს მამუკა ხაზარაძეს, მითუმეტეს, ეს აქტუალურია მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ უნდობლობის გამოცხადებაზე და იცით, რომ კონსტიტუცია ითვალისწინებს ამასთან ერთად მთავრობის შემადგენლობის დასახელებას. მე ვეთანხმები, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ერთი პარტიიდან არ უნდა იყვნენ წარმოდგენილები. ჩვენთვის ეს არის საინტერესო წინადადება, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ პრემიერობის კანდიდატად განიხილავენ გიორგი ვაშაძეს. „სტრატეგია აღმაშენებელს“ შეუძლია საერთო ოპოზიციური ინტერესების გამო უარი თქვას საკუთარ ამბიციებზე, თუმცა, სანამ კონსულტაციები დაიწყება, ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განხილული იყოს გიორგი ვაშაძე,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით