ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, „ლელოს“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არაფერი აღარ წარმოუდგენია სამყაროში, მათ შორის კოალიციაც

უადგილო ამპარტავნებას მოეშვან. თუ რაიმე იდეა აქვთ, პრესკონფერენციიდან კი არ უნდა შეგვატყობინონ, რაშიც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, კეთილი ინებონ, ზეციდან დაეშვან მიწაზე და კოლეგიალურად აგვიხსნან, რა უნდათ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ლელოს“ ლიდრის მამუკა ხაზარაძის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „მოქალაქეები“ „ნაციონალური მოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავს.

მისივე თქმით, „ლელოს“ ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობით“ იწყება სამყარო და მთავრდება და ესაა მთავარი პრობლემა.

„ლელოს“ წარმომადგენლებს რჩევა რამდენჯერმე მივეცი და ახლაც მინდა მივცე - რაღაც უადგილო ამპარტავნებას მოეშვან. თუ რაიმე იდეა აქვთ, პრესკონფერენციიდან კი არ უნდა შეგვატყობინონ, რაშიც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, კეთილი ინებონ, ზეციდან დაეშვან მიწაზე და კოლეგიალურად აგვიხსნან რა უნდათ. პრესკონფერენციიდან რაღაცას რომ გადმოგვძახებენ, რა პასუხს მიიღებენ? როგორც ჩანს „ლელოს“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არაფერი აღარ წარმოუდგენია სამყაროში, მათ შორის კოალიციაც. სტიგმა აქვთ და უნდათ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო დადიოდნენ. ჩვენი მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე საუბარი გამორიცხულია. ამის კონკრეტული მიზეზები გვაქვს. „ლელოს“ ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობით“ იწყება სამყარო და მთავრდება, ესაა მთავარი პრობლემა. ის ჰგონიათ კიდევ, რაღაცას რომ იტყვიან, იმდენად სიბრძნეა, რომ ბედნიერებისგან ავჭყლოპინდებით და დავეთანხმებით, ნურას უკაცრავად, დაეშვან მიწაზე, მოვიდნენ და დაგველაპარაკონ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე.

ხაზარაძის თქმით, დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა