საქართველოს ეროვნული ბანკი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი „ფინედუ“, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა 15-დან 26 წლამდე პირებს შეუძლიათ.

„კონკურსის მიზანი ახალგაზრდების ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდაა. მონაწილეებმა ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ცნობადობის გაზრდის მიზნით ინოვაციური პროექტები და იდეები უნდა წარადგინონ. დაინტერესებულ პირებს იდეების/პროექტების გამოგზავნა შეუძლიათ 17 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხოლო ღონისძიების დასკვნითი ნაწილი 2021 წლის 12 აგვისტოს გაიმართება.

კონკურსი, ეროვნული ბანკის, FinEdu.gov.ge-ს, სს "კრედო ბანკის", სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სვის კაპიტალის", სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევრო კრედიტისა" და სს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდება. კონკურსის ჟიური სამ გამარჯვებულ პროექტს/იდეას გამოავლენს, რომელთა ავტორებსაც, პარტნიორი ორგანიზაციებისგან, ფულადი პრიზები გადაეცემათ“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ახალგაზრდების ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. წელს პირველად ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ვუერთდებით და ვაცხადებთ ინოვაციური იდეებისა და პროექტების კონკურსს, რომელიც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ინტერესის ზრდასა და ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს. ამასთან, ფინანსური განათლების საკითხებზე დაფიქრება ახალგაზრდებს სამომავლოდ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება, ხოლო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იდეები კი ფინანსური განათლების კუთხით სამომავლო პროექტების შემუშავების პროცესში შეიძლება იქნას გამოყენებული", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

ცნობისთვის, 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 1999 წელს გამოაცხადა. მსოფლიოს მასშტაბით, ეს დღე ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას ეძღვნება.

კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა