ფინანსთა მინისტრი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - 7.7% სრულად იზიარებს იმ შეფასებებს, რომელიც გააკეთა მთავრობამ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - 7.7% სრულად ემთხვევა და იზიარებს იმ შეფასებებს, რომელიც გააკეთა საქართველოს მთავრობამ, - ამის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაასრულა მე-4 მუხლის შეფასება, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობისა და მიმდინარე ტენდენციების შეფასებას, ასევე სამომავლო პერსპექტივებს ქვეყანაში. „აღნიშნული შეფასების შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ზრდის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. წინა პროგნოზი იყო 3,5%, ამჟამად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება 7,7%-მდე. ეს არის გაორმაგებული მაჩვენებელი, რომელიც ფაქტობრივად, სრულად ემთხვევა და იზიარებს იმ შეფასებებს, რომელიც გააკეთა ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ და რომელიც ასახულია ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში. ეს არის საბაზისო სცენარი. ასევე, ძალაში რჩება ოპტიმისტური სცენარის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ეკონომიკის გაზრდას ორნიშნა -10.2%-ის დონეზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმ შეფასებაზე, სადაც საუბარია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში, ასევე ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმულია ის ღონისძიებები, რომელიც მთავრობის მიერ იქნა გატარებული პანდემიის პერიოდში. დადებითად არის შეფასებული, ნაბიჯები, როგორც ბიზნესის დახმარების, ასევე მოქალაქეების მხარდაჭერის მიმართულებით. გარდა ამისა, სავალუტო ფონდის მისიის მიერ შეფასებულია ქვეყნის მომავალი პერსპექტივა, რეფორმების დღის წესრიგი, რომელსაც ვახორციელებთ და უკვე წლის ბოლოსთვის, ჩვენ გვექნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა, რომელიც დაეფუძნება სწორედ იმ რეფორმებს, რომელიც შემუშავებულია ჩვენ მიერ", - განაცხადა ხუციშვილმა. მისივე თქმით, მომდევნო თვეების განმავლობაში და მომავალ წელსაც ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით რისკები რჩება.

„ეს რისკები ძირითადად, მომდინარეობს პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა ცალსახად მინდა აღვნიშნო ის, რომ მიმდინარე პროგნოზში, 7.7-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაში სრულად არის ასახული ის რისკები, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე არსებობს. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებ მაქსიმალურად სწრაფად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. იმუნიზაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენ გარშემო მყოფები, განსაკუთრებით ბავშვები, რომელთა მიმართებით ბოლო პერიოდში შეინიშნება ინფიცირების მატება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ძალიან სწრაფად აღდგა, შენარჩუნდეს მომდევნო პერიოდშიც", - განაცხადა ხუციშვილმა.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა