ნათია თურნავა - წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი  - 3.5%-იანი პროგნოზი 7.7%-მდე გაიზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მორიგი შეფასება გააკეთა, რომლის მიხედვით დადასტურდა ჩვენი მოლოდინი და პროგნოზიც, რომ წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი - 3.5%-იანი პროგნოზი 7.7%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სავალუტო ფონდის მისიაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც გუშინ დასრულდა.

მინისტრის თქმით, ეს არის საბაზისო სცენარი, თუმცა, შესაძლებელია წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდეს, თუ ამაში მთავრობას ხელი პანდემიამ არ შეუშალა.

„სახეზეა გარკვეული პოზიტიური ტენდენციებია, მათ შორის ახლა გამოქვეყნდა ივნისის თვის საგარეო ვაჭრობის მორიგი სტატისტიკა, რომლის მიხედვით ექსპორტი გაზრდილია 30%-ით, ადგილობრივი ექსპორტი - 40 %-ით. ზრდა არის არამარტო 2020, არამედ 2019 წელთან შედარებით. ასევე უმჯობესდება ეროვნული ვალუტის მდგომარეობა, ხდება ლარის გამყარება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია განმტკიცდეს, ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ეს არის პანდემია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ ისაუბრა იმ მთავარ ფაქტორებზე, რომლებმაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მკვეთრი გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა გამოიწვია: მიმდინარე რეფორმები, რომლებიც პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა; პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში" და პოლიტიკური სტაბილურობა.

„პანდემიის მიუხედავად, ჩვენ რეფორმები მიმდინარეობის პროცესი არ შეგვიჩერებია - ხორციელდება სტრუქტურული, დარგობრივი რეფორმები. მეორე ფაქტორი - ეს არის პროგრამები, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში", რომელიც პანდემიის დროს გაიზარდა, გაფართოვდა და რეალურ ბერკეტად იქცა ბიზნესების ჯერ გადარჩენის, როდესაც პანდემიის და ეკონომიკის დახურვის გამო ბევრი ბიზნესი გაკოტრების აღმოჩნდა, ახლა კი კვლავ ამოქმედებისა და განვითარებისთვის. მესამე ფაქტორი კი პოლიტიკური სტაბილურობაა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა