თამარ გაბუნია - პედიატრიული საწოლები ჯერჯერობით საკმარისია - მოზარდებთან დაკავშირებით რეგულაცია და მთავარი დაცვა არის ის, რომ ოჯახის წევრები იყვნენ ვაქცინირებული

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსისგან მოზარდების მთავარი დაცვა და რეგულაცია არის ოჯახის წევრების ვაქცინაცია.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება და ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით, პრობლემა არ არის.

„მოზარდებთან დაკავშირებით რეგულაცია და მთავარი დაცვა არის ის, რომ ოჯახის წევრები იყვნენ ვაქცინირებულები. ეს არის ყველაზე მთავარი დაცვა ამ შემთხვევაში.

„დელტა“ შტამის გავრცელებას რაც შეეხება, დიახ, „დელტა“ შტამის ცირკულაცია იმატებს და ყველა ვხედავთ ამას. გამოსავალი აქ არის ოჯახის წევრების სწრაფი ვაქცინაცია. სხვა მხრივ მოზარდი და მითუმეტეს, ჩვილი ბავშვის პრევენციის მექანიზმი სხვა არ არის, გარდა იმისა თუ არ მოხდა ოჯახის წევრების მიერ წესების დაცვა. პედიატრიული საწოლები, ჯერჯერობით, საკმარისია. ამასთან, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება და ამ ეტაპზე, პრობლემა არ არის,“- განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა