მეწარმეობის მსოფლიო თასის  ადგილობრივი ფინალი 20 ივლისს გაიმართება

მეწარმეობის მსოფლიო თასის ადგილობრივი ფინალი 2021 წლის 20 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება, სადაც ჟიურის წევრები გლობალური ფინალისტისა და ადგილობრივ გამარჯვებულებს შეარჩევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 8 ნახევარფინალისტი შეირჩა, რომელიც ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს.„მეწარმეობის მსოფლიო თასი არის საერთაშორისო სტარტაპ კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს 150 000 – ზე მეტი სტარტაპი და ინოვატორი 200 ქვეყნიდან.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან გლობალური სამეწარმეო ქსელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები - მეწარმეთა ასოციაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ინგლისურ ენოვანი ონლაინ გამოცემა Caucasus Business Week და საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრა”.

პროექტის ფარგლებში მოხდა რვა ნახევარფინალისტის შერჩევა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 20 ივლისს დაგეგმილ ადგილობრივ ფინალურ ღონისძიებაში.

ადგილობრივი ფინალი გაიმართება 2021 წლის 20 ივლისს, 19:00 საათზე, სადაც ჟიურის წევრების მიერ მოხდება გლობალური ფინალისტისა და ადგილობრივი გამარჯვებულების შერჩევა.

გლობალური ფინალისტი მონაწილეობას მიიღებს გლობალურ Startup Bootcamp– ში, ამასთან შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს მეწარმეობის მსოფლიო თასის ფინალურ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართება ნოემბერში საუდის არაბეთში და მოიპოვოს მილიონ დოლარამდე ფულადი პრიზი.

იდეისა და ადრეული განვითარების ეტაპზე მყოფ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ მხარდაჭერა და ჯილდო ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციებისგან, მათ შორის პრეს-აქსელერატორი Zoomout -სა და Gepra-სგან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო