ნინო ჩიქოვანი – მედიაციის დანერგვა საქპატენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია

მედიატორთა ასოციაციისა და ბიზნესომბუდსმენის ორგანიზებით, ამ წუთებში საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ მიმდინარეობს, რომლის მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG). ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს. მათი ინფომრაციით, ფორუმი, რომელიც ონლაინფორმატში იმართება, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანის განცხადებით, საქპატენტში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„უფლებამფლობელთათვის მედიაციის მოქნილი მექანიზმის დანერგვა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მფლობელებს დავის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტაში დაეხმარება და ასევე საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ კონფიდენციალურობა. ამასთან, დავების მორიგებით დასრულება მნიშვნელოვანია , რადგან მის შემდგომ, მხარეთა შორის არსებული ბიზნეს ურთიერთობა გრძელდება, ვითარდება და მყარდება კიდეც“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ მედიაციის სისტემის დანერგვის მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან. ამასთან, მედიაციის სისტემის დანერგვა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს მიმდინარე ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ერთ-ერთი კომპონენტია. აღნიშნული მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას, ევროკავშირთან ერთად, საქართველოს უზიარებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაც (WIPO).

საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ იმართება ყოველწლიურად. მისი მიზანია ყურადღების გამახვილება ბიზნესსექტორში მედიაციის როლსა და მნიშვნელობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა