თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის სატელეფონო რეგისტრაცია დაემატება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის სატელეფონო რეგისტრაცია დაემატება.

მისივე თქმით, სატელეფონო რეგისტრაცია „სინოვაკზე“ და „სინოფარმზე“ უკვე დამატებულია.

ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის საიტზე შეფერხება დაფიქსირდა, სერიოზული მუშაობა ჩატარდა და აქვთ მოლოდინი, რომ რეგისტრაციის დროს საიტი სრულად გამართული იქნება.

„ფაიზერის“ რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება, განახლდება დიდი დოზებით. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება შესაძლებლობა, რომ მოგახსენოთ, როდის გვექნება დიდი დოზების გახსნის შესაძლებლობა, რომ კიდევ თავიდან არ შეიქმნას შეზღუდული რეგისტრაციის შესაძლებლობა.

საიტი გაიმართა, სერიოზული მუშაობა ჩატარდა მას შემდეგ, რაც ხარვეზები დაფიქსირდა და მოლოდინი ტექნიკურ ჯგუფს იმის, რომ საიტი იქნება სრულად გამართული და აღარ იქნება შეფერხებები, აქვს საკმაოდ მაღალი.

სატელეფონო რეგისტრაცია აუცილებლად დაემატება. დღეს სატელეფონო რეგისტრაცია „სინოვაკზე“ და „სინოფარმზე“ არის დამატებული, „ფაიზერზე“ არა, რადგან დოზები იყო შეზღუდული. როცა დიდი დოზები იქნება, აქაც დაემატება“ , - განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო