თბილისის მერია - ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩის გზაგამყოფი რეაბილიტირდა და გამწვანება მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩაზე არსებული 300-მეტრიანი გზაგამყოფი რეაბილიტირდა და გამწვანება მოეწყო. დენდროლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვ.მ ფართობზე შესრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 775 ძირი ხე-მცენარე დაირგო, მოეწყო გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და ბალახის საფარი. ასევე, გზაგამყოფის გარშემო დამონტაჟდა ბორდიურები და მოპირკეთდა ბილიკები.

გამწვანებული სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე საფარის შენარჩუნება და განვითარება, რაც, თავისთავად, მეტი და მეტი გამწვანებული სივრცის შექმნას გულისხმობს. ურიდიას ქუჩაზე არსებული გზაგამყოფი ყველა გამვლელს ახსოვს, როგორ ცუდ მდგომარეობაში იყო, მხოლოდ ავტოსადგომად იყენებდნენ. ახლა ეს სივრცე გამწვანებული და განათებულია. კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობა, მოსწონთ მათ ქუჩაზე ასეთი ლამაზი მწვანე სივრცე რომ შეიქმნა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

როგორც, მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 180 000 ლარი დახარჯა.

ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს